Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაზა ფირალიშვილი


სამშაბათს დილით რადიო თავისუფლების სტუმარი იყო ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. მან ისაუბრა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესებზე. ფირალიშვილის აზრით, საქართველოში პოლიტიკური სტაგნაციის პერიოდია. მან ისაუბრა რისკებზეც და ერთ-ერთ მთავარ რისკად შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური მარგინალიზაცია დაასახელა. ფირალიშვილის აზრით, წინა წლებთან შედარებით, ქართული საზოგადოება გაიზარდა და ის აღარ უყურებს პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ორი მხარის ასპარეზობას, არამედ თავადაც გრძნობს მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას. ფილოსოფოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი საზოგადოებისგან მუდმივად ”ეჭვმიტანილის” პოზიციაში გრძნობდეს თავს. ზაზა ფირალიშვილს ნინო გელაშვილი ესაუბრა:
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG