Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 17 იანვარს გაიმართება


უკრანის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2010 წლის 17 იანვარი დაადგინა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის დეპუტატთა უდიდესმა უმრავლესობამ. პარლამენტის მიერ მანამდე შერჩეული თარიღი - მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი - უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ძირითად კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მოვალეობის შესრულებას 2005 წლის იანვარში შეუდგა, და კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთ წელიწადს შეადგენს.
XS
SM
MD
LG