Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხე, რომელსაც აქტუალიზაცია არ სჭირდება


ირაკლი სესიაშვილი და ბესიკ ალადაშვილი
ირაკლი სესიაშვილი და ბესიკ ალადაშვილი
საქართველოში საზოგადოება ”განებივრებულია” ფარული სატელეფონო თუ ვიდეო ჩანაწერების, ზოგადად ოპერატიული მასალის მასმედიის საშუალებით ხილვით, რაც ხშირად პოლიტიკური ურთიერთბრალდებებისა და მსჯელობის საფუძველი ხდება. ამ ყველაფერს არც თუ იშვიათად ფონად გასდევს რუსეთიდან მომდინარე საფრთხის უფრო მეტად აქტუალიზაცია - ის, რომ რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ სპეცსამსახურების საშუალებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ოპოზიციის პოლიტიკური გააქტიურება ხელისუფლების მიერ რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში განიხილება.

რა არის სპეც-სამსახურების საქმე, რამდენად უწყობს ხელს ოპერატიული მუშაობის დეტალების გახმაურება ქვეყნის უსაფრთხოებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში ნინო გელაშვილმა ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში - ირაკლი სესიაშვილი და ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი მიიწვია. საუბრის დასაწყისში ნინო გელაშვილმა ბესიკ ალადაშვილს ორიოდე დღის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურისა და შსს-ს კომენტარზეც ჰკითხა აზრი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG