Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გარემოებებს გამოიძიებს


პაკისტანში დღეიდან ამოქმედდა გაეროს ეგიდით შექმნილი იმ საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელმაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გარემოებები უნდა გამოიძიოს. პაკისტანში გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს მომავალში კომისიის წევრები ისლამაბადში ჩავლენ. თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. როგორც ვარაუდობენ, გამოძიება ექვს თვეს გასტანს. ბენაზიო ბჰუტო 2007 წლის დეკემბერში მოკლეს. მასზე თავდასხმისთვის პასუხიმგებლობას ასიკრებენ პაკისტანელი თალიბების ლიდერს, ბეითულა მეჰსუდს.
XS
SM
MD
LG