”რეზონანსი” მამისონის უღელტეხილთან არსებულ სასაზღვრო მონაკვეთზე წერს. ავტორის თანახმად, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა ქართული სასაზღვრო ნაწილი ერთი თვის წინანდელ დისლოკაციის ადგილზე. მამუკა არეშიძეს ”რეზონანსისთვის” უთქვამს: ”იმ მიზეზით, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა წლების განმავლობაში არსებული დისლოკაციის ადგილი - მეტეოცენტრი და იქვე, ერთ კილომეტრში არსებული მონადირის ქოხები მიატოვეს, 50 კვადრატული კილომეტრი ბუფერულ ზონად იქცა”. არეშიძისვე თქმით, ეს ფართობი ჯერ არავის დაუკავებია.
”რეზონანსში” წაიკითხავთ უკანონო მოსმენების შესახებ კომენტარებსაც. უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილ ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს: ”ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ საზოგადოება არ აღაშფოთა იმან, რაც ცხოვრების წესად იქცა. სპეცსამსახურების ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ საზოგადოებას ამის მიმართ იმუნიტეტი აღმოაჩნდა” ,- ამბობს ნაცვლიშვილი. ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიცია საკნებს იმაზე მალე აიღებს, ვიდრე პარლამენტი შეიტანს ცვლილებებს ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში”. ამასთან, კუბლაშვილი არ ფიქრობს, რომ ”არჩევნების რამე ფორმით ჩატარება დღეს შესაძლებელია და პოლიტიკურ სიტუაციას შეცვლის”.
”ასინეთები” - დიდი შრიფტით ყვითელ წარწერას ნახავთ ”ვერსიის” პირველ გვერდზე. ეს წარწერა ახლავს ფოტო-მონტაჟს, რომელზეც ვანო მერაბიშვილია გამოსახული დიდი ყურით. რედაქციას იქვე, ფოტოსთან, ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან ასინეთასა და არქიფო სეთურის დიალოგი მოჰყავს. ”ვერსიაში” ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ასე სრულდება: ”2009 წელი ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნის ბოლო წელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რეჟიმი კონსტიტუციურ ფარგლებში, მაგრამ ნამდვილად ამ წელს შეიცვალოს”, - ამბობს ბესელია.
”ვერსიაშივე” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით: ”სახიფათო დეჟა-ვუ”. ”ისე, შარშანაც ამას გვიმტკიცებდნენ. მერე გამოვიდნენ და გვითხრეს, რას წარმოვიდგენდით, რუსეთს დანარჩენი სამყარო ვერ შეაშინებდა და ღია აგრესიას განახორციელებდაო. მოსალოდნელი ომის თარიღად დასავლური თუ რუსული მედია 6-7 აგვისტოს ასახელებს. იმედია, ”ვერსიის” ”დეჟა-ვუ” ამჯერად არ გამართლდება და მაშინ, როცა თავზე რუსული ჭურვები დაგვაცვივა, ქვეყნის პირველი, მეორე, მესამე... პირები არ გამოვლენ და გვეტყვიან, არ ვიცით, რა ვქნათ, მტერი გვიახლოვდება, მოიმარჯვეთ ფიწლები, ჩანგლები, რაც ხელში მოგხვდებათ, და თავი დაიცავითო”, - წერს ”ვერსიის ავტორი.
”24 საათში” ამავე თემაზე დევიდ სმიტი წერს: ”დასავლეთმა ამჯერად მაინც უნდა გაავლოს მკვეთრი დიპლომატიური წითელი ხაზი. კერძოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც მოსკოვს მომავალ კვირაში ეწვევა, პუტინიცა და რუსეთის პრეზიდენტი მედვედევიც უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერი აგრესია მოკლე ჩართვას გამოიწვევს იმ ”გადატვირთვის” ღილაკში, რომელიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ფიგურირებს. იმავდროულად, დასავლურმა სახელმწიფოებმა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა უნდა გამოხატონ. მათ არ უნდა ჰქონდეთ უსიტყვო და ფარული მოლოდინი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მოუხერხებელ პოზიციას მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი გააფთრებული იერიში ახლოვდება”, - წერს დევიდ სმიტი ”24 საათში”.
”ახალი თაობა” პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა. ვეფხვაძე ამბობს: ”ნელ-ნელა ალასანიასა და გამყრელიძეს შორის დისტანცია იკვეთება. დამოუკიდებლად გამყრელიძეს გაუჭირდება პოლიტიკური აქტიურობა. ბურჯანაძესთან მას ძალიან გაუჭირდება საარჩევნოდ დაბლოკება, იმიტომ რომ პირველი, რასაც სახელისუფლებო არხები გაიხსენებენ, არის გამყრელიძის ფრაქციის შიმშილობა ბურჯანაძის კაბინეტში. რა რჩება გამყრელიძეს? მას რჩება ისევ ის ძველი კავშირი, რაც ლევან გაჩეჩილაძესთან ჰქონდა” - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ლევან ვეფხვაძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”დასტურ, გენიოსი ყოფილა მოლა ნასრედინი!” – ამ სათაურს ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე ნახავთ. ”თითქოს რა გენიოსობა უნდა იმის თქმას - რამდენიც არ უნდა იძახო ჰალვა, ჰალვა, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობო. დაახლოებით ისეა, ჩვენი ხელისუფლება რომ ამტკიცებს - ჭეშმარიტ დემოკრატიას ვაშენებთ, უფრო მეტიც, დემოკრატიის შუქურა ვართო, ჩვენ კი ამ დემოკრატიის არამცთუ ”სუნსა” და ”გემოს” ვერ ვგრძნობთ, მის ნატამალსაც ვერ ვხედავთ”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.