Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ერაყელებს ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც ბაღდადს სტუმრობს, ერაყის ლიდერებს მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ეროვნული შერიგების მისაღწევად. ერაყის პრეზიდეეტთან ნური ალ მალიკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს ერაყელებს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებაში. ბაიდენის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი. შიიტი სასულიერო ლიდერის, მოყტადა ალ სადრის მხარდამჭერებმა პარასკევს ბაიდენის ვიზიტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გამართეს.
XS
SM
MD
LG