Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომპარტიის ადგილობრივი მესვეურის თქმით, არეულობის მომწყობთ სიკვდილით დასჯიან


ჩინეთის კომუნისტური პარტიის ურუმჩის განყოფილების ხელმძღვანელმა ლი ჟიმ განაცხადა, რომ მთავრობა იმ პირთა სიკვდილის დასჯას მოითხოვს, ვისაც სინიანის პროვინციაში მოწყობილი არეულობის პროვოცირებას დაუმტკიცებენ. ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ამ პროვინციაში, უიღურებსა და ჩინელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 156 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ, რომელსაც - როგორც მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელს - მონაწილეობა უნდა მიეღო „დიდი რვიანის“ სამიტში, სინიანის პროვინციაში შექმნილი ვითარების გამო იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ოთხშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ჩინეთს მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინოს სინიანში არეულობის მოგვარებისას. ანკარა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, “გულგრილი ვერ დარჩება” უიღურთა მძიმე მდგომარეობის მიმართ.
XS
SM
MD
LG