საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღევანდელი ავიაკატასტროფის შედეგად ქვეყნის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. კომპანია „კასპიის ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, ირანში საქართველოს საელჩოს დესპანის მეუღლე ნათელა ნიკოლავა და სომხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი გივი ჭკადუა იმყოფებოდნენ. ირანის ტელევიზიის ცნობით, ტუ-154 აფრენიდან 16 წუთში ჩამოვარდა. თვითმფრინავში ეკიპაჟის 15 წევრი და 153 მგზავრი იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ ირანის ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ავიაკატასტროფამდე თვითმფრინავი ქალაქ კაზვინთან ავარიულად დაშვებას ცდლობდა.