Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა "არაეთიკური" უწოდა „მემორიალის“ განცხადებას


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა "არაეთიკური" უწოდა ადამიანის უფლებათა დამცველ ცენტრ „მემორიალის“ ხელმძღვანელის ოლეგ ორლოვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნატალია ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავე რამზან კადიროვია. ჩეჩნეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ საკუთარი პოზიცია კადიროვმა ორლოვს სატელეფონო საუბრისას გააცნო. კერძოდ, ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს წინაშე დადანაშაულებამდე „მემორიალის“ ხელმძღვანელს მის უფლებებზეც უნდა ეფიქრა. ადამიანის უფლებათა დამცველი ნატალია ესტემიროვა ოთხშაბათს გროზნოდან მოიტაცეს, მისი ცხედარი კი - ინგუშეთში აღმოაჩინეს. დღეს რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დანაშაულის ორ ძირითად ვერსიაზე მუშაობს. ერთი უკავშირდება ესტემიროვას პროფესიულ საქმიანობას, ხოლო მეორე - ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ვითარების დესტაბილიზაციის ცდას.
XS
SM
MD
LG