Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ტროიკა საქართველოში ვიზიტს ასრულებს


ევროკავშირის დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარლ ბილდტი უდგას სათავეში, დღეს ასრულებს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს. ვიზიტის ბოლო ეტაპზე ევროკავშირის ტროიკად წოდებული დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც კარლ ბილდტმა ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა.
XS
SM
MD
LG