Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


მოსკოვში გაიმართა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ილჰამ ალიევის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უმასპინძლა. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” მედვედევის მრჩეველ სერგეი პრიხოდკოსაგან მიღებულ ინფორმაციაზე დარყდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკება, რუსეთის მხარის შეფასებით, “ძალიან კონსტრუქციული" იყო. მიმდინარე კვირაში ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მთიან ყარაბაღს უფრო ფართო ავტონომია შესთავაზოს, თუმცა გამორიცხავს მის დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG