Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხეფერი ავღანეთში ნატოს წევრთა წვლილს აფასებს


ნატოს გენერალური მდივანი გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ავღანეთის მისიაში ნატოს მეტი წევრის ჩართვა. საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან საუბრისას იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ის ალიანსის ოპერაციებში ნატოს ყველა წევრის ჩართვას ისურვებდა. აშშ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ავღანეთში ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ფარგლებში მყოფი ყველა ქვეყნის სამხედროები არ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. გუშინ ავღანეთში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მიმდინარე თვეში საერთაშორისო ძალების 55 წარმომადგენელი დაიღუპა, მათგან 30 ამერიკელი იყო, რითაც ეს თვე მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე ცუდი აღმოჩნდა როგორც აშშ-სთვის, ისე საერთაშორისო ძალებისთვის ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისას.
XS
SM
MD
LG