არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის გამო დაგეგმილი აქცია თავისუფლების მოედნის ნაცვლად, ფილარმონიასთან გაიმართება - ამის შესახებ იუწყება ინტერპრესნიუსის სააგენტო პარტია "საქართველოს გზის" ლიდერზე სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით. ზურაბიშვილმა უარყო ცნობა, თითქოს რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვის გამო, ოპოზიციას აქციის ჩატარება გადაეფიქრებინოს.