Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დილით, საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა ჯოზეფ ბაიდენს მადლობა გადაუხადა მილიარდი დოლარის დახმარებისთვის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ აშშ-ისგან მიიღო. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარებადი დემოკრატია თავისუფლებას და დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას ეფუძნება. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქვეყანა სირთულეების დაძლევას და დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილად გადაქცევას ცდილობს. თავის მხრივ, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს და დაეხმარება სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც დამოუკიდებლობას და დემოკრატიას ეფუძნება.
XS
SM
MD
LG