Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი - „გადატვირთვამ“ საქართველოსთან ურთიერთობები არ უნდა გააუარესოს.


რუსეთ-ამერიკის ახალმა ურთიერთობებმა მოსკოვისა და ვაშინგტონის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან ან საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესება არ უნდა გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია „NTV“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მთლიანად ინტერვიუს, რომელშიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეა ლაპარაკი, რუსული ტელეკომპანია კვირას გადასცემს. „მე სწორად არ მივიჩნევ, რომ ურთიერთობები რუსეთთან, თუ გამოვიყენებთ პირობით ამერიკულ ტერმინს, გადაიტვირთოს რომელიმე ქვეყნის ხარჯზე“,-განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა - „ჩვენ გვიჭირდება ნორმალური, სამუშაო, მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები ამერიკასთან“. ამასთან, როგორც მედვედევმა აღნიშნა, ამ ურთიერთობებმა ამერიკა და რუსეთი არ უნდა მიიყვანოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებამდე, იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო.
XS
SM
MD
LG