შვეციის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთში მრავალეროვანი კოალიციის წევრმა შვედმა და ფინელმა ჯარისკაცებმა სამი მეამბოხე მოკლეს, ორი კი დაჭრეს ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკების დროს. შეტაკება ხუთშაბათს ღამით დაიწყო შვეციის შენაერთზე ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან განხორციელებული იერიშით. სამხრეთ ავღანეთში კი ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. ივლისში ავღანეთში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვმა უკვე 30-ს გადააჭარბა, რაც ერთი თვის მანძილზე ყველაზე დიდი დანაკარგია 2001 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1