Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აღიარა, რომ დაარღვია უკრაინის კანონი


რუსეთმა აღიარა, რომ დაარღვია უკრაინის კანონი, როცა დაშვებულზე მეტი რაოდენობის ფრთოსანი რაკეტის ტრანსპორტირება დააპირა სევასტოპოლის სამხედრო ბაზიდან. “რია”-ს ახალი ამბების სააგენტოს მოჰყავს რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის ნათქვამი, რომ დარღვევა სერიოზულია და მასზე პასუხისმგებლები დაისჯებიან. ინციდენტი თვის დასაწყისში მოხდა, როცა უკრაინის პოლიციამ გააჩერა რუსეთის სატვირთო მანქანების კოლონა, რომელთაც უკრაინის ქალაქის გავლით რაკეტები გადაჰქონდათ.
ადმირალმა ვისოცკიმ განაცხადა ასევე, რომ ფლოტის მეთაურობის აზრით, მიზანშეწონილი იქნება, 2017 წლის შემდეგ, როცა უკრაინასა და რუსეთს შორის სევასტოპოლის ნავსადგურის არენდის შესახებ შეთანხმებას ვადა გაუვა, სევასტოპოლში დარჩეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გარკვეული ნაწილი.
XS
SM
MD
LG