Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაკიევი გამოცხადდა


ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბაკიევს საარჩევნო ხმების 76,12 პროცენტი ერგო, მის მთავარ მეტოქეს, ოპოზიციონერ ალმაზბეკ ატამბაევს - 8 პროცენტზე ცოტა მეტი. 23 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და განმეორებით არჩევნებს მოითხოვს. ევროკავშირისა და ეუთოს შეფასებით, არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG