Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კვლავ გაიმართა დემონსტრაციების მონაწილეთა სასამართლო პროცესები


ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე გაასამართლეს. განსასჯელთა შორის იყვნენ საფრანგეთის ერთი მოქალაქე, და ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოების ადგილობრივი თანამშრომლები. დღევანდელი პროცესი მეორეა - გასულ კვირაში სასამართლოს წინაშე წარსდგა აქციების ასამდე მონაწილე. ოპოზიცია სასამართლო პროცესებს გმობს, და მათ „შოუს“ უწოდებს. პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის მეორედ არჩევას ივნისში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ოპოზიციის მომხრეების მხრიდან - რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნა.
XS
SM
MD
LG