Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაში ახალი ელჩის გაგზავნა გადადო


კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ოფიციალურად აცნობა, რომ მისი ხელისუფლების ანტირუსული კურსის გამო, კიევში ახალი ელჩის გაგზავნა გადადო. იუშჩენკოსადმი მედვედევის მიმართვაში ნათქვამია, რომ ელჩის მივლინების კონკრეტული თარიღი მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის განვითარების გათვალისწინებით გამოცხადდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დღეს სააგენტო რია-ნოვოსტის განუმარტა, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების დრამატიზება არ ღირს.
XS
SM
MD
LG