Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტრანსპორტის მომსახურებაზე გორელთა აზრი ორად არის გაყოფილი


გორში შიდასაქალაქო რეისებს მიკროავტობუსები და ტროლეიბუსები ასრულებენ. ტროლეიბუსებით, ძირითადად, ხანში შესული ადამიანები სარგებლობენ, რადგან მგზავრობის ღირებულება 15 თეთრს შეადგენს, მაგრამ ეს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ შუადღემდე მუშაობს. ტრანსპორტის მომსახურების შესახებ გორელების აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი როგორც ფასით, ისე მომსახურებით კმაყოფილია, ნაწილს კი მიკროავტობუსით გადაადგილების ფასი, 30 თეთრი, ეძვირება. გარდა ამისა, ზოგიერთ უბანში ტრანსპორტი იგვიანებს. მოსახლეობა პრეტენზიას იმის გამოც გამოთქვამს, რომ საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს.

შ.პ.ს "გორტრანსავტოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მგზავრთა გადაყვანის ფასებს თვითონ ვერ არეგულირებენ, ხოლო კომპანიის დირექტორის მოადგილე მიხეილ თვაური არ იზიარებს პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საღამომდე არ მოძრაობს.

მიკროავტობუსების მძღოლებს შორის ხშირად ჩხუბიც ხდება, რაც გაჩერებებთან ახლოს ერთმანეთის გადასწრებით არის გამოწვეული. ავტოსატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე გადაზიდვებთან დაკავშირებით ახალი ტენდერი გამოცხადდება და ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემებიც ამით მოგვარდება.
XS
SM
MD
LG