Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი საქართველოს "BUKET”-ის კაპიტნის გათავისუფლებას მოსთხოვს


სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციით, თბილისში ჩასვლას გეგმავს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, აჰმეტ დავუთოღლუ. ის აპირებს ქართულ მხარეს სთხოვოს სატვირთო გემ "BUKET”-ის თურქი კაპიტნის გათავისუფლება. საუბარია პანამის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის უწყებამ 15 აგვისტოს დააკავა. გემს აფხაზეთში საწვავი გადაჰქონდა. სასამართლომ საქართველოში 31 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გემის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქს 24-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ”როიტერის” მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარუქ ოზუგერგინმა განაცხადა, რომ საქართველომ "BUKET”-ი ნეიტრალურ წყლებში დააკავა, რითაც ”საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია.” ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩასვლის თარიღი.
XS
SM
MD
LG