Accessibility links

ინგუშეთში მოკლეს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი


ჩრდილოეთ კავკასიაში ხუთი მეამბოხე მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელ დომირ როსინის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ მოკლულებს შორის არის რუსტამ ძორტოვი, ეჭვმიტანილი ინგუშეთში მეამბოხეთა ოპერაციების ხელმძღვანელობაში. მას ეკისრება წელს ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს ბეკ ევკუროვზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების პასუხისმგებლობა. ძორტოვი პარასკევს ინგუშეთში მოკლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG