Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალეროვანი ძალები უარყოფენ ცნობას ავღანეთში გამოძიების შედეგებზე


ავღანეთში მრავალეროვანი სამხედრო ძალების წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს გამოძიებას დაედგინოს, რომ პარასკევს განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შესახებ განკარგულება ნატოს წესების საწინააღამდეგოდ იყო გაცემული. მრავალეროვანი ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ნატოს გამომძიებლები ადგილზე არიან, კუნდუზის პროვინციაში, რომელიც პარასკევს დაიბომბა, მაგრამ მათ ჯერ არ წარმოუდგენიათ კვლევის შედეგები. კუნდუზის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამად ომარმა საინფორმაციო სააგენტო ფრანსსპრესს უთხრა, რომ საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულ 54 ადამიანს შორის იყო 6 სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი. პარასკევს განხორციელებული იერიში მიმართული იყო საწვავით სავსე ორი სატვირთო მანქანის წინააღმდეგ, რომლებიც მანამდე ხელში იგდეს თალიბებმა.
XS
SM
MD
LG