Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა


მოლდავეთის პრეზიდენტი, კომუნისტი ვლადიმირ ვორონინი, თანამდებობიდან გადადგა. ვორონინმა - რომელიც ქვეყანას 2001 წლიდან მართავდა - დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ პოსტს ტოვებს, და ხელისუფლებას პროდასავლურ ოპონენტებს უთმობს. "არ დაგიმალავთ, გულდამძიმებული გადავცემ ძალაუფლებას ახალ ხელმძღვანელებს. არ მინდა ტყუილის თქმა. არ მჯერა, ნეგატივიზმის საფუძველზე გაერთიანებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ საკუთარ ქვეყანას და მაღალ თანამდებობებს ინაწილებენ, შესწევდეთ უნარი, საზოგადოებას დადებითი პროგრამა შესთავაზონ", განაცხადა ვორონინმა. ივლისში ჩატარებულ ხელახალ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ოთხი პროდასავლური პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ. მთავრობის შესაქმნელად კოალიციას მანდატების საკმარისი რაოდენობა მოეპოვება - მაგრამ არც ერთ პარტიას არ აქვს ხმათა სამი მეხუთედი, რაც ვორონინის შემცვლელის ასარჩევად არის საჭირო.
XS
SM
MD
LG