Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სადგურში მატარებლის ვაგონი აფეთქდა


თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ბოლო ვაგონი ზუგდიდის რკინიგზის სადგურში გამთენიისას აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა რკინიგზის ლიანდაგზე დამონტაჟებული ტროტილი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მატარებელს 10:00 საათზე თბილისის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა. მატარებელში მხოლოდ ერთი გამცილებელი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ რკინიგზაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარდა

XS
SM
MD
LG