12 სექტემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ბიოლოგი, 1970 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ნორმან ბორლოგი, რომლის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ღატაკი ქვეყნების სურსათით მომარაგების დრამატულად გაუმჯობესებას და ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილისგან.
ბორლოგოი 1914 წლის 25 მარტს ფერმერის ოჯახში დაიბადა აიოვის შტატში. მისი სამეცნიერო ნაშრომების წყალობით შესაძლებელი გახდა მაღალი გამძლეობისა და მაღალმოსავლიანი მცენარეული კულტურების გამოყვანა.
ახალმა ჯიშებმა შესაძლებელი გახადა განვითარებად ქვეყნებში სურსათის დეფიციტის დაძლევა და საკვების წარმოების საგრძნობლად გაზრდა. ეს პროცესი "მწვანე რევოლუციის" სახელით შევიდა ისტორიაში.
როგორც ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, იუმაკადირ აკენეევმა თქვა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, ასეთ ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მოუსავლიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში.
"ნობელის ორ ლაურეატს გავეცანი, როცა სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრი ვიყავი. ერთი იყო 'თეთრი რევოლუციის' მამა ინდოეთიდან და მეორე - 'მწვანე რევოლუციის' მამა. ჩემი აზრით, ბორლოგის წვლილი ძალზე დიდი, უზარმაზარი იყო," გვითხრა აკენეევმა.
ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარემ, აასე ლიონაესმა ბორლოგისთვის ჯილდოს გადაცემისას თქვა: "ჩვენს ეპოქაში არცერთ ცალკე აღებულ ადამიანს არ გაუკეთებია ამდენი, რამდენიც მან გააკეთა მშიერი მსოფლიოს დასაპურებლად." ბორლოგი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი, კოგრესის ოქროს მედლით დაჯილდოვდა 2007 წელს.
თავისი მოღვაწეობა ბორლოგმა მექსიკაში დაიწყო 1944 წელს. მან გამოიყვანა დაავადებების მიმართ რეზისტენტული ხორბლის ჯიშები, რომლებიც ბევრად მეტ მოსავალს იძლეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ჯიშები და ბევრად უკეთ რეაგირებდა სასუქებზე.
მოგვიანებით მან და მისმა კოლეგებმა იგივე მეთოდები გამოიყენეს აზიაში ბრინჯისა და სიმინდის მოსავლიანობის გასაზრდელად.
მაგალითად, 1968 წელს ინდოეთში ხორბლის, ფილიპინებზე კი ბრინჯის რეკორდული მოსავალი იქნა მოწეული.
ასეთმა წარმატებამ შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელს, უილიამ გოდს ათქმევინა: "ეს არ არის არც საბჭოთა კავშირის მაგვარი ძალადობრივი 'წითელი' რევოლუცია, არც ირანის შაჰის 'თეთრი' რევოლუცია. მე ამას 'მწვანე რევოლუციას' ვუწოდებდი."
მიუხედავად დიდი წარმატებისა, ბორლოგი არც ისე აღიარებული იყო მის სამშობლოში. საბჭოთა კავშირში კი, სადაც თავად მუშაობდნენ სოფლის მეურნეობის დარგის გაუმჯობესებაზე, მიიჩნეოდა, რომ ბორლოგის მეთოდი ნაკლებად ეფექტიანი იყო.
თურქმენეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, ვლადიმირ ეროფეევმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ცენტრალურ აზიაში ბორლოგის მეთოდების გამოყენებამ შედეგი ვერ გამოიღო:
"ეცადნენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ შედეგი არც ისე შთამბეჭდავი იყო, ვინაიდან ვერ მიიღეს დაგეგმილი მოსავალი. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. თურქმენეთისთვის ძალიან ძნელი იყო ეს. ამის მიზეზი იყო ნიადაგის მარილიანობა და სარწყავი მიწების არაეფექტიანად გამოყენება."
60-70-იან წლებში ბორლოგი მექსიკაში მოქმედ სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების ცენტრში ხორბლის პროგრამას უძღვებოდა.
მოგვიანებით მან საუნივერსიტეტო საქმიანობას მიჰყო ხელი.
90-იან წლებში ბორლოგი ბიოტექნოოლგიის - ორგანიზმების გენეტიკურად მოდიფიცირების - ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად გვევლინაება.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბორლოგის "მწვანე რევოლუცია" უზარმაზარი მოცულობის წყლის რესურსებს საჭიროებს, ხელს უწყობს პესტიციდებისა და ხელოვნური სასუქების გამოყენებას, აკოტრებს მცირე ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში მსხვილი კორპორაციების კონტროლს აძლიერებს.
მაგრამ ბორლოგის თქმით, "მწვანე რევოლუცია" აუცილებელი საშუალება იყო მოსახლეობის დრამატულად ზრდის შედეგებთან გასამკლავებლად.
სხვათა შორის, "მწვანე რევოლუცია" საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. 60-იანი წლებიდან სურსათის წარმოების ზრდამ საკვები გააიაფა, მაგრამ ამავე დროს გამოიწვია სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შემცირება. თავის მხრივ ამას შედეგად მოჰვა პროდუქციულობის ზრდის ტემპების შენელება.
დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მთელ რიგ რეგიონებში კლიმატურმა ცვლილებებმა, წყლის დეფიციტმა და ბიოლოგიური საწვავის წარმოების გაზრდამ კვლავ გაზარდა სურსათზე მოთხოვნილება.
ამიტომ უკანასკნელ ხანებში კვლავ გაისმის მოწოდებები, რომ კაცობრიობას ახალი "მწვანე რევოლუცია" სჭირდება.