30 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია მუხაშავრია, ადვოკატი, ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი. 29 სექტემბერს 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა გაუგზავნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მისი წევრებისგან საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვისას ადამიანის ძირითად უფლებებზე ფოკუსირება მოითხოვა. ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლებასთან ამ მიმართვის არსსა და ომით დაზარალებულთა საქმეების წარმოებისას საქართველოში წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1