Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში დაშალეს დემონსტრაცია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის შეკრების წინააღმდეგ


სტამბულში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეკრების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციის დასაშლელად. დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების 13 000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების თავმჯდომარეები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, რომელიც ოთხშაბათს დასრულდება.

XS
SM
MD
LG