Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშრეობის საბჭომ მანდატი გაუგრძელა მრავალეროვან ჯარებს ავღანეთში


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო ავღანეთში ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი ჯარების მანდატის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას. რეზოლუცია მრავალეროვან ძალებს მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა ავღანეთის უშიშროების ძალების საწვრთნელად და მათი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა მათ თვითონ შეძლონ ავღანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. რეზოლუციაში ხაზგასმულია ავღანელი სამოქალაქო პირების დაცვისა და მათს რიგებში მხსვრპლის თავიდან აცილების დიდი მნიშვნელობა.
XS
SM
MD
LG