Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: პაატა ზაქარეიშვილი


პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიისა და ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი. ინტერვიუს თემა იყო სომხეთსა და თურქეთს შორის შეთანხმების ხელმოწერა. ზაქარეიშვილი თვლის, რომ ეს დადებითი მოვლენაა და მიუხედავად ბევრის უკმაყოფილებისა, სომეხი და თურქი პოლიტიკოსები წავიდნენ ამ არაპოპულარულ ნაბიჯზე, რაც მათ კარგად ახასიათებთ. ზაქარეიშვილი აღფრთოვანებას გამოთქვამს პროცესში მონაწილე პოლიტიკოსების მიმართ, რადგან თვლის, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის უთანხმოება არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას უშლის ხელს, არამედ რეგიონის განვითარებას აფერხებს. ის, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში მსოფლიოს მრავალი ლიდერის ჩართვა, მიანიშნებს, რომ რეგიონის მიმართ ინტერესი დიდია. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თურქეთისა და სომხეთის პარლამენტებში შეთანხმების რატიფიკაცია დიდხანს, წლების მანძილზე გაგრძელდება, თუმცა, მთავრობების წარმომადგენელთა მიერ შეთანხმების ხელმოწერას, როგორც პირველ ნაბიჯს, მაინც დადებითად აფასებს. ამასთან, სომეხ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გამოცდილება, ზაქარეიშვილს საფუძვეს აძლევს თქვას, რომ თავად სომხეთში არის უკვე განწყობა, რომ არ შეიძლება ასი წლის წინანდელი მოვლენების - ისტორიის მძევლად დარჩეს ქვეყანა და არ იფიქროს წინსვლაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG