Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: ჩვენმა ხელისუფლებამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა ამ ომიდან


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე
„რადიო თავისუფლების“ განახლებულ ვებ–გვერდზე პოპულარულია ჟურნალისტების ბლოგები, რომლებიც რადიოს მსმენელებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ ბლოგების განხილვაში. ია ანთაძის ერთ–ერთი ბლოგის განხილვისას დაიბადა იდეა, რომ კვირაში ერთხელ ბლოგის კომენტატორებს მოეწვიათ სტუმარი, რომელიც კენჭისყრის შედეგად მოიპოვებდა კომენტატრების უმრავლესობის ხმებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვებიც რეტინგის სისტემით შეირჩევა.

„რადიო თავისუფლება“ კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, საღამოს მთავარ გადაცემაში უთმობს ეთერს ბლოგერების მიერ შერჩეულ სტუმარს. დღეს ახალი გადაცემის პირველი სტუმარია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. იგი პირდაპირ ეთერში უპასუხებს ბლოგერების შეკითხვებს, სამშაბათ საღამოს კი „რადიო თავისულების“ ბლოგს ეწვევა და ინტრენეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გახდეს ამ საუბრის მონაწილე, თუკი „რადიო თავისუფლების“ ვებსაიტზე ია ანთაძის ბლოგს ესტუმრება. ნინო ბურჯანაძეს ბლოგერების შეკითხვებს ია ანთაძე გააცნობს.
XS
SM
MD
LG