Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება


ნინია კაკაბაძე (მარცხნივ) და ზვიად ქორიძე
ნინია კაკაბაძე (მარცხნივ) და ზვიად ქორიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკითხი კიდევ ერთხელ ხდება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. სამიოდე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 15-მდე გაზრდის შესახებ. საკითხი კვლავაც პოლიტიკოსთა შორის შეთანხმების საგნად რჩება. თუმცა, საზოგადოების წარმომდგენლები თვლიან, რომ სამეურვეო საბჭოს ამა თუ იმ შემადგენლობაზე პოლიტიკოსთა შეთანხმება, შედეგად არ მოიტანს იმას, რომ საბჭო ასახავდეს საზოგადოების ფართო ნაწილის ინტერესებს. ნინო გელაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შევსების პრინციპებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და ნინია კაკაბაძე, რომელიც თვლის, რომ საზოგადოების აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი:
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG