Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს აფხაზეთი საკუთარ სატელეფონო ზონაში შეჰყავს


15 ნოემბრიდან აფხაზეთს ახალი სატელეფონო კოდი ექნება.
რუსეთი აფხაზეთს საკუთარ სატელეფონო ზონას სთავაზობს და ფიქსირებული ტელეფონის კოდად ”840”, ხოლო მობილური ოპერატორისთვის ”940” მიანიჭებს.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება (ITU) რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებულ ახალ სატელეფონო კოდებს არ სცნობს და საქართველოს საკომუნიკაციო კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ მათ ოფიციალურ დოკუმენტებსა და ბუკლეტებში აფხაზეთი ისევ საქართველოს სატელეფონო ზონაში იქნება მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG