Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია 25-ე არხის პრობლემებით პარლამენტარები დაინტერესდნენ


საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ ბათუმის 25-ე არხის პრობლემის შესასწავლად ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შექმნან. თარგამაძის შეფასებით, აჭარის რეგიონში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელევიზიას პრობლემები სახელმწიფოსთან აქვს. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 25-ე არხის გარშემო შექმნილი ვითარება ჩვეულებრივი საგადასახადო დავაა და არა პოლიტიკური ზეწოლის შედეგი.
ბათუმის დამოუკიდებელ ტელეარხს, რომელიც მფლობელებს ასლან აბაშიძის მმართველობისას ჩამოართვეს, საგადასახადო ინსპექცია ედავება და მოითხოვს, რომ 25-ე არხმა გადაიხადოს 227 ათასი ლარი, რომელიც სწორედ აბაშიძის წარმომადგენელთა მართვისას დაუგროვდა.
XS
SM
MD
LG