Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება პანკისის ხეობაში?


ეკა ტყეშელაშვილი
ეკა ტყეშელაშვილი
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს პანკისის ხეობაზე, რომელიც - როგორც "ტერორისიტების თავშესაფარი" - სულ უფრო ხშირად ფიგურირებს რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელების განცხადებებში. დეპუტატი გია თორთლაძე, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, გამოვიდა ინიციატივით, რომ “პანკისის კრიზისის საფრთხეებთან დაკავშირებით გაიმართოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. აღსანიშნავია, რომ 2000-2001 წლებში ხეობა რუსეთის ავიაციის სამიზნეც იყო მას შემდეგ, რაც ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში ჩეჩენი საველე მეთაურების, რუსლან გელაევისა და დოკუ უმაროვის რაზმები გამოჩნდნენ. მაშინ საქართველომ, ამერიკის დახმარებით, კრიზისის მოგვარება შეძლო. მაგრამ რა ხდება დღეს პანკისის ხეობაში? და რატომ მიაპყრო “ორთავიანმა არწივმა” მზერა პატარა ხეობას საქართველოს აღმოსავლეთში? ეს შეკითხვები რადიო თავისუფლებამ კვირას დაუსვა რიგაში მყოფ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG