Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ვიზიტს იწყებს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი დღეს რუსეთში ვიზიტს იწყებს, რაც ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია რუსეთში 5 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე. ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ, ისევე როგორც რუსეთში ორგანიზაცია "ბრიტანეთის საბჭოს" და კომპანია BP-ის საქმიანობის გარშემო უთანხმოების გამო. მილიბენდი ხვალ გამართავს მოლაპარაკებას რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. წინასწარი ინფორმაციით, განხილავენ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, ისევე როგორც ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ავღანეთთან დაკავშირებულ ვითარებას.
XS
SM
MD
LG