Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელ მოზარდებს დღეს არ გაასამართლებენ


ცხინვალში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს არ გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. კომიტეტში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ტირძნისელი მოსწავლეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო დღეს უნდა გამართულიყო, გუშინ გავრცელდა. დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ცხინვალში დისლოცირებული რუსული ჯარის სარდლობისგან ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდება, მაგრამ ამ დრომდე ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. რუსმა მესაზღვრეებმა და ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა ტირძნისის სკოლის მოსწავლეები: გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდება წაუყენეს. მოზარდები ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, მათი საქმე კი მილიციამ პროკურატურას გადასცა.

XS
SM
MD
LG