Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა დაესწრება ფორტ ჰუდის ბაზაზე დახოცილი ამერიკელების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრება ტეხასის შტატში, ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე დაღუპული 13 ამერიკელი ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიას. 13 ჯარისკაცი გასულ კვირაში, 5 ნოემბერს დახოცა არმიის ფსიქიატრმა, მაიორმა ნიდალ მალიკ ჰასანმა. ჰასანი ჰოსპიტალშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც პოლიციელმა დაჭრა, როცა ის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს ესროდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰასანი არ მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში ან ტერაქტების დაგეგმვაში. როგორც იუწყებიან, ჰასანი - შეერთებულ შტატებში დაბადებული, წარმოშობით პალესტინელი მუსულმანი - ეწინაღამდეგებოდა შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციას ერაყსა და ავღანეთში.
XS
SM
MD
LG