Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი ავღანეთში ჯარების რიცხვის გაზრდას არ ეთანხმება


აშშ-ის ელჩმა ავღანეთში, თეთრ სახლს მისწერა წერილი, რომელშიც თავშეკავება გამოხატა ავღანეთში აშშ-ის ათასობით ჯარისკაცისდამატებით გაგზავნის მიმართ. ცნობით, კარლ ეკენბერი თავის წერილში, რომლის შინაარსმა მედიაში გაჟონა, აცხადებს, რომ ჰამიდ კარზაის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია კორუპციასთან ბრძოლა. საიდუმლო წერილი, ცნობით, გასულ კვირაში იქნა გაგზავნილი. ამ პერიოდში ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს ავღანეთში ახალი სტრატეგიის გარშემო. ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ობამამ თავისი მერვე შეხვედრა გამართა სამხედრო მეთაურებთან, ავღანეთში თალიბანთან საბრძოლველვად დამატებით 40 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის გარშემო.
XS
SM
MD
LG