Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე


ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე
17 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე აწარმოოს სატელიტური მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო ძალების გადაადგილებაზე. რესპონდენტი ნაკლებად რეალურად თვლის ეუთოს მისიის დაბრუნებას საქართველოში. თუმცა, ფიქრობს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ევროკავშირის გააქტიურებას, რაც მომავალში, შესაძლოა, უფრო ეფექტიანიც აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს არ გააჩნია პირდაპირი ბერკეტი, რითაც ზეგავლენას მოახდენდა ევროკავშირის ცალკეულ გადაწყვეტილებებზე. ნიკა ჩიტაძემ განმარტა ისიც, თუ რა განაპირობებს ჩიხურ ვითარებას, რომელიც ტირძნისელი მოზარდების პატიმრობის ირგვლივ შეიქმნა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG