Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირძნისელ მოზარდებს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ოთხი ქართველი მოზარდი ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში მინიმუმ ერთი თვისა და 20 დღის განმავლობაში დარჩება - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ შსს-სგან მიღებული ინფორმაციით, მოზარდებს საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაკავებიდან ათ დღეში შეუფარდეს. ჩიგოევის განცხადებით, საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება.
XS
SM
MD
LG