Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სიკვდილით დასჯის შესახებ დისკუსია დასრულებულია


რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა სიკვდილით დასჯას ვერც მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ მომავალი წლის 1 იანვრიდან გამოიყენებს. გადაწყვეტილების არგუმენტირების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი ეყრდნობა რუსეთის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც სიკვდილით დასჯას კრძალავენ, ან აკრძალვის რეკომენდაციებს შეიცავენ. ზორკინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მხოლოდ მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც სიკვდილით დასჯის გაუქმების ვალდებულებას დათანხმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დისკუსია სიკვდილით დასჯის შემდგომი გამოყენების შესახებ, დასრულებულია. რუსეთს დღემდე არა აქვს რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 ოქმი, რომელიც სიკვდილით დასჯას კრძალავს.
XS
SM
MD
LG