Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ავიამზიდი რუსეთს სტუმრობს


საფრანგეთის სამხედრო ხომალდი - რომლის მსგავსის შესყიდვაც რუსეთს უნდა - ვიზიტით სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. რუსეთისა და საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებას „მისტრალის“ ტიპის ერთი ავიამზიდის შესყიდვისა და სულ მცირე ოთხის აშენების შესახებ ლიცენზიის მოსაპოვებლად. შეთანხმება - თუ მას ხელი მოეწერება - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო იქნება. „მისტრალს“, სხვა შეიარაღებასთან ერთად, თორმეტი მძიმე ვერტმფრენის გადატანა შეუძლია. მისი გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივ კონფლიქტებში სპეცდანიშნულების რაზმების ხმელეთზე გადაყვანის მიზნით.
XS
SM
MD
LG