Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი გრიგორი კარასინს შეხვდა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, კარასინმა და ნოღაიდელმა ორი ქვეყნის პრობლემურ ურთიერთობაზე ოქტომბერში დაწყებული მსჯელობა განაგრძეს. მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ინფორმაციით, დღეს საღამოს ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG