Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაოფიციალური ინფორმაციით რამაზ მაკასარაშვილს დღეს გაათავისუფლებენ


სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულ რამაზ მაკასარაშვილი შესაძლოა დღეს. 15:00 საათამდე გაათავისუფლონ. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძემ განუცხადა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ”თუ იგი ამ დრომდე არ გაათავისუფლეს, რაიმე ახალი ინფორმაცია მაინც გვექნება”, - განაცხადა ნოდარ აბჟანდაძემ. საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიის მკვიდრი, ავტობუსის მძღოლი რამაზ მაკასარაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პერევის საგუშაგოსთან 29 ნოემბერს დააკავეს.

XS
SM
MD
LG