Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი არ გამორიცხავს მისთვის "ნეგატიურ შედეგებს" ავღანეთში აშშ-ის კონტინგენტის გაზრდის შედეგად


პაკისტანი დღეს აშშ-ს მოუწოდებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ისლამაბადთან, რათა პაკისტანისთვის „ნეგატიური შედეგები“ არ მოჰყვეს ახალ სტრატეგიას, რომელიც ავღანეთში ომისთვის შემუშავდა. პაკისტანის საგარეო უწყების ეს მოწოდება მოჰყვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას, რომ ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცს აგზავნის. პაკისტანში შიშობენ, რომ ავღანეთში მრავალეროვანი სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გამო ექსტრემისტები მეზობელ პაკისტანს მიაშურებენ.
XS
SM
MD
LG