Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის განცხადებით, ის არ ცნობს აფხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს აფხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ევროკავშირის თავმჯდომარე, ბლოკის 27 წევრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნავს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მხარდაჭერას. ოკუპირებულ აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. მეორე ვადით მისი ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება. სოხუმში, პრეს-კონფერენციაზე ბაღაფშმა განაცხადა, რომ ცერემონია მოკრძალებული იქნება. არჩევნების წინასწარი შედეგებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 59,4 პროცენტი მიიღო.
XS
SM
MD
LG