7 ვაკანტურ თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით 21 კანდიდატიდან შემდეგი პირები შეირჩნენ: გიგა ნასარიძე - შპს ”ფორმულა პლუსის“ სცენარისტი; ნოდარ სარჯველაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია ” ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი; დროებით უმუშევარი ემზარ გოგუაძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ლოჯისტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი ავთანდილ ანთიძე; კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ლიკა ჩახუნაშვილი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი ნინო დანელია და ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი. თხუთმეტკაციან სამეურვეო საბჭოში ახალი წევრების შემატებას მედიაექსპერტები საყურადღებო ძალად მიიჩნევენ.
მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მეურვეთა რაოდენობა 9-იდან 15-მდე გაიზარდა. ცვლილება არ შეხებია მეურვის კანდიდატურის შერჩევის წესს. ამ წესის თანახმად, მეურვის კანდიდატურის დასახელება ყველას შეუძლია, კანდიდატურა კი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. კანონის ამ ნორმის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს წინ უძღოდა საბჭოს დაკომპლექტების პროცესის პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად განხილვა, ანუ საბჭოს შემადგენლობის კვოტირება ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის, პროპორციით 7-7-1. საბჭოს 8 მოქმედი წევრიდან 7 ხელისუფლების მხარდამჭერად განიხილება, 1 კი -საპარლამენტო ოპოზიციის. შესაბამისად, დარჩენილი შვიდკაციანი ვაკანსია ოპოზიციის კვოტად მიიჩნეოდა. თუმცა, როგორც მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე შენიშნავს, გადაწყვეტილების მიღების მომენტში - უფრო კი კანდიდატთა წარდგენის პროცესში - პარტიული ნიშნით საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრთა კვოტირებამ აქტუალობა დაკარგა.
”იყო სულ „ალიანსი საქართველოსთვის“ და კიდევ 4 პარტია, რომელთაც თქვეს, არ ვმონაწილეობთ, ჩვენს კანდიდატებს არ წარვადგენთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ მედია-კლუბის ინიციატივას და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებსო. ასეთი სახით მიიღო მონაწილეობა, დაახლოებით, 7-მა პარლამენტსგარეთა ოპოზიციურმა პარტიამ. დანარჩენებმა სრული იგნორირება გაუკეთეს ამ პროცესს. დარჩა საპარლამენტო ოპოზიციის კვოტები და ჩვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელთაც ასევე მხარს უჭერდა, დაახლოებით, 7 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია და უკვე დანარჩენი ადგილები ისევ ხელისუფლებამ წარადგინა თვითონ. მაგრამ ეს არაოფიციალურად, რასაკვირველია.”
როგორც ნინია კაკაბაძე შენიშნავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა დასახელება, ყველაფრის მიუხედავად, ღია პროცესი არ ყოფილა. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარ საჯაროდ განაცხადა საკუთარ კანდიდატთა შესახებ, მედია-კლუბი იყო. მედია-კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 ვაკანსიის სამოქალაქო სექტორისათვის სრულად დათმობას ითხოვდა. ეს ასე არ მოხდა, თუმცა კენჭისყრის შედეგები მაინც ოპტიმალური აღმოჩნდა. პრეზიდენტის მიერ 7 ვაკანსიაზე პარლამენტისათვის შესარჩევად წარდგენილ 21 კანდიდატს შორის მედია-კლუბის მიერ დასახელებული 5 კანდიდატი მოხვდა. აქედან 3 საბჭოს წევრად აირჩიეს. კვოტების მიხედვით, ბალანსი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ დარჩა, თუმცა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ერთგვარი დათმობა მაინც მოხდა და სამეურვეო საბჭოში წინააღმდეგობის პატარა ცენტრის შექმნის პერსპექტივა გაჩნდა.
” ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ შეექმნება პრობლემები ამ სამი ადამიანის გამო რეალურად, იმიტომ რომ საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა მათია. აი, ეს სამი ადამიანი შეძლებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ. აი, ერთადერთი ეგ არის. დაახლოებით ასეთი სურათი მივიღეთ: ამ საბჭოს დაემატა სამი ისეთი ადამიანი, ვინც მე მიმაჩნია, რომ იქნება ასეთი წინააღმდეგობის ცენტრი. ისინი მოახერხებენ მეტ კოორდინაციას, ისინი მოახერხებენ საზოგადოების მეტ ინფორმირებას და შეძლებენ, რომ იბრძოლონ შიგნით.”
სამეურვეო საბჭოს ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა და მაუწყებლის ბიუჯეტისა და მისი შესრულების დამტკიცებაა.