Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლია, თუ ის ქართულ სახელმწიფოს აღიარებს


რუსეთის ხელისუფლების განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან საუბარი არ სურს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიული კულტურის არარსებობად აფასებს - ამის შესახებ მან რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში განაცხადა. რაც შეეხება თბილისის პოზიციას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლია, თუ ის საქართვეოლოს სახელმწიფოს აღიარებს. ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა რუსული პროპაგანდის მითი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
XS
SM
MD
LG